Monday, 4 April 2022

ყმუილი მშვიდობისთვის Howl For Peace (ხატია შიუკაშვილი)

ყმუილი მშვიდობისთვის Howl For Peace
* * * მაშინ, როდესაც ხედავ ათასობით მოკლულ ბავშვებს, როდესაც სავსე ხარ მელანქოლიით, ნუ დანებდები ტკივილს, ი ყ მ უ ვ ლ ე. როცა ენით აუწერელ რეალობას ეხლები, და მთვარის შუქიც დეპრესიაში გაგდებს.... ნუ დანებდები ტკივილს, ი ყ მ უ ვ ლ ე. იყმუვლე, როცა უთქმელი სიტყვები გტკივა. როცა ცრემლებს მშიერი ძაღლივით, როგორც ლუკმა პურს ყლაპავ, როცა ჰუმანურობას გითვლიან სისუსტედ, ნუ დანებდები ტკივილს, ი ყ მ უ ვ ლ ე.... როცა ადამიანთა ორგანიზებული სიბრიყვის გამო სასოწარკვეთაში ვარდები, ნუ დანებდები ტკივილს, ი ყ მ უ ვ ლ ე. * * * მშვიდობას არა აქვს შანსი, იქ სადაც ადამიანები სიყვარულს კრძალავენ, იქ სადაც პოეტები ჯარისკაცობენ, პუმანიზმს დევნიან და მასებს ფაშიზმით წამლავენ. სიტყვები ემსგავსება ვირუსებს, იქ სადაც სიცრუით, სიმართლეს საგულდაგულოდ მალავენ... იქ სადაც კულტურა კვდება, იქ სადაც სულიერება კვდება, იქ სადაც უმიზეზო სიყვარული არ ცხადდება, სიტყვები ემსგავსება ვირუსებს... იქ სადაც სიმართლე საფუძველშივე კვდება, იქ სადაც თავისუფლება ისჯება, იქ სადაც ლექსები შიშობენ დაბადებას და ენა კარგავს ნდობას, სიტყვები ემსგავსება ვირუსებს... შენ მარტოობიდან მოდიხარ, მარტო, სიტყვები დაემსგავსა ვირუსებს, ი ყ მ უ ვ ლ ე, მთვარის შუქზე შუაღამისას ი ყ მ უ ვ ლ ე ხმამაღლა აუუუუუუუუ, აუუუუუუუუუუუუ, აუუუუუუუუუუუუ. --- ხატია შიუკაშვილი