Thursday, 11 April 2013

Self-Portrait

                                                                                  ავტოპორტრეტი
    *  *  *
 წუხელ შუაღამისას მოკვდა...
მიცვალებულის მკერდზე ფურცელი მომაკვდავივით ესვენა;
მერე რა, რომ სამყაროს და ადამიანებს მუდმივად ზემოდან დავყურებდი როგორც ღმერთი.
მერე რა რომ ათასობითი ადამიანის სევდა და ტკივილი ერთდროულად მტკიოდა,
მე ახლა მაინც ისე ვკვდები, როგორც ადამიანებისგან მივიწყებული ღმერთი,
როგორც ნუგეშისმცემელი უნუგეშოდ,
როგორც მორწმუნე უღმერთოდ,
როგორც სამშობლოში უსამშობლო,
როგორც პოეტი ვკვდები კიბის ქვეშ...
           ხატია შიუკაშვილი
28 ნოემბერი. 2010წ.
ძველი  თბილისი
(ჩემი უკანასკნელი ღამე საქართველოში)

No comments: